უკრაინიდან ყოველდღიურად 70 ბავშვი ხდება ლტოლვილი

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დროიდან, ყოველდღე 70 000 ბავშვი ხდება ლტოლვილი.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის პრესსპიკერი ჯეიმს ელდერი აცხადებს, არსებული ციფრები შოკისმომგვრელია.

„24 თებერვლიდან უკრაინაში უამრავი ბავშვი დაიღუპა. კიდევ უფრო მეტი – დაშავდა. 1.5 მილიონზე მეტი ბავშვი ქვეყნიდან გაიქცა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინაში ომის დაწყებიდან საშუალოდ ყოველდღიურად 70 000-ზე მეტი ბავშვი გახდა ლტოლვილი.

ეს ბოლო რიცხვი განსაკუთრებით შოკისმომგვრელია. ყოველ წუთში 55 ბავშვი ტოვებს ქვეყანას,“- აღნიშნა ჯეიმს ელდერმა.

მისვე შეფასებით, პირველი ქვეყანა, რომელიც ლტოლვილებს დიდი რაოდენობით იღებს, პოლონეთია. ლტოლვილთა აღნიშნული კრიზისი კი  უპრეცედენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

მსგავსი თემები