რუსეთმა ჯო ბაიდენს სამაგიერო გადაუხადა და სანქციები დაუწესა

ოკუპანტი რუსეთი ამერიკის სანქციებს სანქციებით პასუხობს. ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს – ენტონი ბლინკენს სანქციები დაუწესა.

სანქციები ასევე შეეხო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ამით გაჩერებას არ აპირებს და სანქციების გაფართოებას კიდევ გეგმავს.

 

მსგავსი თემები