მოსკოვში გაუჩინარებული ჟურნალისტი ნაპოვნია, ის სასამართლოს განჩინების მოლოდინშია

მოსკოვში, „ოსტანკინოს“ სასამართლოში ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საუბარია საინფორმაციო სამსახურის უფროსზე, რომელიც „ვრემიას“ საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში შევიდა და წამყვანის უკან,  უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერი გაშალა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ეთერში გავიდა.

მას შემდეგ ჟურნალისტს ადვოკატები ეძებდნენ, თუმცა, ვერსად იპოვეს, გაუჩინარებული ჟურნალისტის კვალს დღეს მიაგნეს. ის, ადვოკატთან ერთად, ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე იმყოფება. ფოტოს კი სასამართლო დარბაზიდან ადვოკატი ავრცელებს.

ჟურნალისტს ბრალად ედება ბრალი ედება არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზება, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას.

ბანერზე, რომელიც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაშალა, ეწერა: “არა ომს, შეაჩერე ომი,”  „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ”.

გამოძიება ეჭვობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და ტელევიზიაში თანამზრახველებსაც ეძებენ.

 

მსგავსი თემები