რუსეთის სანქციები აფხაზეთსაც დაეტყო – „არჩევნებზე“ მხოლოდ 15% მივიდა (ვიდეო)

აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ვერ დასრულდა. 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 17 აირჩიეს, 18 ადგილი კი თავისუფალია. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხეს აფხაზური მოსახლეობა სერიოზულად აფასებს.

„თუ ომამდე აფხაზეთის ამომრჩეველთა რაოდენობა 340 000 იყო, ამ „არჩევნებზე“  130 000 ამომრჩეველი დააფიქსირეს, თუმცა, ესეც არ არის რეალური, უფრო რეალურია დაახლოებით 70-80 000 ადამიანის მონაწილეობა. რაც შეეხება შედეგს, მოსახლეობა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად.  ერთი ნაწილი საერთოდ არ მივიდა „არჩევნებზე“, ვინც მივიდა, ხმები ასეთია: პირველად  მოხდა, რომ ე.წ. პირველ ტურში, 12 მარტს, 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 17 აირჩიეს, 18 კი ვერ აირჩიეს. დანიშნულია „მეორე ტური“. ერთ ოლქში კი საერთოდ ვერ შედგა ე.წ. არჩევნები. არჩეული 17-დან 5 ოპოზიციაა, დანარჩენი 15 სახელისუფლებო“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში.

მისივე შეფასებით, „არჩევნებში“ რეალურად მხოლოდ ამომრჩეველთა 15%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ვითარებას, რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება.

“35 ადგილისთვის 123 ადამიანი იბრძოდა. როგორც აფხაზები თავად აცხადებენ, ყველაზე დაბალი განათლების, მორალისა და ზნეობის მქონე ადამიანების „არჩევვა“ მოხდა. იგულსიხმება ის, რომ არიან ქურდებისა და ყაჩაღების კანდიდატები რომლებმაც სიმდიდრე სწორედ ამ გზით დააგროვეს” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში.”

„ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები