უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა

უკრაინის რადის პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკოს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანა 20-მდე დეპუტატმა დატოვა.

„არსებობს სხვადასხვა რიცხვი, ახლა კონკრეტიკას არ მოვყვები. დაახლოებით 20 სახალხო დეპუტატია უკრაინის გარეთ. მოდი ასე ვთქვათ. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ არაპატრიოტული გამოვლინებები“, – აცხადებს კორნიენკო.

მისი თქმით, გაქცეულ დეპუტატებზე ქვეყნის უშიშროება „იზრუნებს“.

 

მსგავსი თემები