„პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა“ – უმრავლესობა ზურაბიშვილზე

მმართველო გუნდი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციაში დღემდე ვერ ერკვევა. დაპირისპირება კი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეხება, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოდან გააჟღერა.

„ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს“ – აცხადებენ მმართველ გუნდში პრეზიდენტის საპასუხოდ, როცა მან, მთავრობა, უსაფრთხოების საბჭოს არმოწვევის გამო გააკრიტიკა.

„ნუ გიხარიათ, ოპოზიციაც სცოდავს, როცა ცდილობს საქართველო გააშავოს“  – სალომე ზურაბიშვილი  

მსგავსი თემები