უკრაინის ელჩი დაბრუნდა

უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქვეყნიდან გაიწვია, თბილისშია. ელჩი დრეს ჟურნალისტებს შეხვდება და განცხადებას გააკეთებს.

გუშინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა და სთხოვა, ელჩი დაებრუნებინა.

ზელენსკიმ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც საელჩოში განმარტეს, აღნიშნულის მიზეზი უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გახდა – კერძოდ, სანქციების ნაწილში თავშეკავება და სპეციალური რეისის დაბლოკვა, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები უნდა გადაეყვანა.

რჩება თუ არა ელჩი საქართველოში, პრესკონფერენციის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები