უკრაინული მხარე ომის შეჩერებასთან დაკავშირებით უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებებით ამჯერად, შედარებით კმაყოფილია. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მუშაობა საკმაოდ კარგად მიდის.
„საკითხზე (ომის დასრულებაზე) მუშაობდა ჩვენი დელეგაციაც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე. საკმაოდ კარგად, როგორც მაცნობეს. თუმცა, ვნახოთ, ხვალ გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლების ქმედებები მსოფლიოს ახალი სანქიებისკენ უბიძგებს, რაც მას აძულებს, უკან დაიხიოს.
მხარეები მოლაპარაკებას დღესაც გააგრძელებენ. როგორც გუშინ, შემდეგი ეტაპიც ვირტუსლური იქნება.