„20 წლის ვარ და ამდენი ცხედარი არასდროს მინახავს“ – რუსი ტყვე

ოკუპანტი ქვეყნის  ჯარისკაცებმა, რომლებიც უკრაინელების ტყვეობაში აღმოჩდნენ, საერთაშორისო მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს და დეტალებზე საჯაროს ისაუბრეს. როგორც ტყვეები აცხადებენ, ამდენი გარდაცვლილი ადამიანი არასდროს და არსად უნახავთ.

საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე  წვევემდელები აცხადებენ, რომ უარს აცხადებენ პუტინის ბრძანებების შესრულებაზე.

,,გვაპატიეთ რაც გავაკეთეთ, რუსეთი ამ ომს აგებს. პუტინი ამბობდა, რომ აქ არ არიან წვევამდელები, მაგრამ აი, ჩვენ თქვენს წინაშე ვსხედვართ. 20 წლის ვარ და ასეთი ჯოჯოხეთი, რაც აქ ხდება არსად მინახავს ” – განაცხადა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.

მეორეს თქმით კი თითქმის ყველა წვევამდელი დაიხოცა, ვინც მის ირგვლივ იყო.

„უკრაინელები ძლიერი ხალხია. ისინი მამაცურად იბრძვიან, ანადგურებენ ჩვენს კოლონებს. ჩვენი მხრიდან დიდი დანაკარგებია. განადგურებულია როგორც ძვირადღირებული ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა, ოფიცრები, რიგითები. ისინი დაიღუპნენ და ჩვენ ამის შეჩერება გვინდა. მინდა, განვაცხადო, რომ ამ ბრიფინგზე ნებაყოფლობით ვარ მეც და დანარჩენი სამხედროებიც. გვსურს, ვილაპარაკოთ სიმართლე, როგორ კლავენ მოხუცებს, ბავშვებს. ეს ადამიანები იღუპებიან პუტინის პოლიტიკური ამბიციების გამო.  პუტინი ამბობდა, რომ აქ არ არიან წვევამდელები, მაგრამ აი, ჩვენ თქვენს წინაშე ვსხედვართ. მინდა, მთელს უკრაინას პატიება ვთხოვო“- აცხადებენ წვევამდელები და პატიებას ითხოვენ.

„გვაპატიეთ იმის გამო, რაც გავაკეთეთ. ძალიან ვწუხვართ ამის გამო. მე მინდა სახლში დაბრუნება. არ მინდა ამ ძალადობაში მონაწილეობის მიღება“ – აცხადებენ ისინი.

 

მსგავსი თემები