უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ-რუსულ დელეგაციებს შორის „ონლაინ“ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს.
„რთული მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი გრძელდება. ყველა ელის ახალ ამბებს. საღამოს წარმოვადგენთ ინფორმაციას შედეგებზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრა დასრულდა. ჯერჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა.