აქტივისტები ლონდონში რუსი ოლიგარქის სასახლეში შეიჭრნენ

ლონდონში, რუსი ოლიგარქის ფეშენებელურ სასახლეში უკრაინის დროშა ფრიალებს. სამოქალაქო აქტივისტები ელიტარულ დასახლება ბელგრავიაში  რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკის, სასახლეში შევიდნენ და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს.

,,ეს შენობა გათავისუფლებულია” , ,,პუტინ იდი ნ…” ეს პლაკატები რუსი ოლიგარქის სასახლეს „ამშვენებს“.

დერიპასკი სწორედ ერთ-ერთია იმ ოლიგარქებს შორის, რომელსაც  დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ოლიგარქის სასახლე 3,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

ფოტოზე, რომელიც „ტვიტერზე“ გავრცელდა ჩანს, ადგილზე მობილიზებული პოლიცია, თუმცა, ისინი არაფერს აკეთებენ.

 

მსგავსი თემები