„გერმანია ამბობს: მოიცადეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – უკრაინა გერმანიას მიმართავს

უკრაინის საგარეო მინისტრი გერმანიას მიმართავს და სთხოვს, მეტი აქტიურობა გამოიჩინოს და უკრაინა შეაჩეროს.

„სამწუხარო სათქმელია, რომ თქვენ ნამდვილად დიდი როლი ითამაშეთ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შექმნაში და იმედი გვაქვს, ასევე ბევრს გააკეთებთ რუსული სამხედრო მანქანის გაჩერებაში“  – აცხადებს  დმიტრო კულებამ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში.

საგარეო მინისტრის თქმით, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება.

„უკრაინას სჭირდება იარაღი. შესაძლოა, დრო მოვიდა, რომ ჩვენ მივიღოთ ყველა აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ თავდაცვა. ვისურვებდი, მენახა გერმანია სანქციებთან დაკავშირებით მოწინავე პოზიციებზე. გარკვეულ შემთხვევებში, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უფრო წინ წავიდეს, მაგრამ გერმანია ამბობს: მოიცადეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა კულებამ ინტერვიუში.

მსგავსი თემები