„ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის“ – პრეზიდენტი მათ მიმართავს, ვინც მას ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან იმისი ახსნა და თვის მართლება მოუწია, რატომ გამოვიდა ის რუსთაველის გამზირზე სიტყვით (ვიდეოჩართვით), როცა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას მიმართავდა.

„აბსურდია, სხვა რომ არ ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის, რუსთაველზე გამოჩნდა იმისთვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა. წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი წინ, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მომიტინგეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეკრანზე საქართველოს პრეზიდენტიც გაჩნდა და პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა გამოხატა.

მსგავსი თემები