„ხელისუფლება სცოდავს“ – საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკრიტიკებს

  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც, დღეს ყველა სცოდავს. მისი განცხადებით,  უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. „ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია. ეს ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. მას გამართლება არ აქვს“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა … ვრცლად „ხელისუფლება სცოდავს“ – საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკრიტიკებს