ზელენსკი-პუტინის შეხვედრისთვის ადგილის დაზუსტება მომდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტი თანახმაა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შეხვედრის ადგილის შეთანხმება.

როგორც ზელენსკის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილის შეთანხმება მიმდინარეობს.

„ვეძებთ ადგილს და ვამუშავებთ შეთანხმებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას. როცა ეს უკვე დამუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვედრას და საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებების შემუშავებას“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

 

 

მსგავსი თემები