„ღვთის სახელით შეაჩერეთ ხოცვა-ჟლეტა“ – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო მესის დროს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და უკრაინაში ადამიანების ხოტვა-ჟლეტვის შეჩერებაზე იქადაგა.

„ღვთის სახელით, დაე მოისმინონ ტანჯული ხალხის ძახილი და შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები. ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. ბავშვთა საავადმყოფოების და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა ბარბაროსობაა და არავითარი სტრატეგიული მიზეზი არ გააჩნია”, – ბრძანა პაპმა.

 

მსგავსი თემები