ლვოვში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან. უნდა იქნას მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა” – წერს ალექსეი რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, რომ ლვოვთან სამხედრო ბაზას, რუსულმა ჯარებმა 8 რაკეტა ესროლეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.