ნატო რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე ისევ არსებობს. ამჯერად, განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ნატოს გენ. მდივანმა გერმენულ გამოცემასთან ისაუბრა.

„სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთი თავად გეგმავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციებს ამ სიცრუის ფაბრიკაციის ქვეშ. ეს ომის დანაშაული იქნება“, – აცხადებს სტოლტენბერგი ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები