დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის სისხლის მარაგი არ არსებობს

უკრაინის ტერიტორიაზე დაჭრილი რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ბელორუსში იმყოფებიან. კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათთვის ბელორუსს სისხლის მარაგი არ გააჩნია.

„ბელორუსში კლინიკებს არ აქვთ ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სისხლის მარაგი. ბელარუსის მოქალაქეებისთვის არსებული რეზერვის 2/3 უკვე გადაგზავნილია რუსი სამხედროებისთვის. გააქტიურებულია სისხლის ჩაბარების კამპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მსგავსი თემები