ვირუსით 823 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 729 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 823 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 445  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.65%.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 635 509-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.69%.

მსგავსი თემები