„მათ ყველაფერს წაართმევენ, როდესაც ამას მოინდომებენ“ – ზელენსკი უკუპანტ ქვეყანაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთის  ხელისუფლება თავის სახელმწიფოს მსოფლიოსგან იზოლირებულ ზონად აქცევს, სადაც სიღარიბეა და ყველაფერი მხოლოდ ძალადობით განისაზღვრება. მისივე შეფასებით, ამას უკვე გრძნობენ ბიზნესმენებიც და სხვა ჩინოვნიკებიც.

„შეხედეთ ახლა ვინ ტოვებს რუსეთს, ვის გააქვს საკუთრი ბიზნესი – ესენი არიან სპეციალისტები, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე გამკლავება შეუძლიათ; ესენი არიან IT სფეროს ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, იცხოვრონ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლება არ არის; ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ ყველაფერს წაართმევენ, როდესაც ამას მოინდომებენ; ესენი არიან ხელოვანები, რომლებმაც იციან, რომ შემოქმედება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს, ასევე არაფრად ღირს. რუსეთი კარგავს გონებას. კარგავს ტალანტებს. კარგავს ფულს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს დაემორჩილებიან, საკუთარ განაჩენს მოაწერენ ხელს.

მსგავსი თემები