ოკუპანტებმა მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

ვიდეოკადრები, რომელიც ამერიკელმა ოპერატორმა უკრაინიდან გაავრცელა, ასახავს იმ  რეალობას, რაც ცოტა ხის უკან მარიუპოლში მოხდა.

კადრში ჩანს ტანკი რომელიც დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. კორპუსს ცეცხლი უჩნდება და ინგრევა. შემდეგ კი ოკუპანტის ტანკი ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს ესვრის.

კადრში ჩანან დაჭრილი ადამიანები, რომელსაც საავადმყოფოში „მიათრევენ“. კადრები საკმაოდ მძიმე სანახავია.

“მარიუპოლი გაანადგურეს…რუსული ჯარი აგრძელებს ქალაქის დაბომბვას. ამ დროისთვის შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება. შეჩერდით ჯალათებო… აუცილებელია ცის ჩაკეტვა. მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები, თვითმფრინავები. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა არის ევროპის დაცვაც”, – აცხადებენ უკრაინის რადაში.

 

მსგავსი თემები