„ზოგი ლიდერი ამ ომს მანამ ად დაიჯერებს, სანამ ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის ლიდერების მიმართულებით კიდევ ერთ გზავნილს ახმოვანებს.

„შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს მანამ არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის. თუმცა, ცხადია, არავის და ევროპის არცერთ ქვეყანას არ ვუსურვებ ჩვენ მდგომარეობაში ყოფნას“ – აცხადებს პრეზიდენტი.

ვოლოდიმრ ზელენსკი ისე უკრაინის ცის დაკეტვის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ან ცა უნდა ჩაიკეტოს, ან ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები მიაწოდონ.

მსგავსი თემები