ახლა უკრაინა მთელი მსოფლიოს თავისუფლებას იცავს – ვლადიმერ გუცაევი

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

„დღეს მთავარი თემა არის ის, რაც არა მარტო უკრაინის, არამედ, ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს თავს ხდება. ომი კარგი არასოდეს ყოფილა და პირველ რიგში ეს ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, რადგან საქართველოში ორი ომი გადავიტანეთ – გვახსოვს შეწუხებულ ხალხი, დევნილები …

– უკრაინასთან მთელ საქართველოს კარგი კავშირები გვაქვს. მით უფრო მე, როგორც ფეხბურთელს. ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ბევრი მეგობარი მყავს – ველაპარაკე (კიევის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეებს) ბურიაკსბესონოვს, გამოვკითხე ამბები. ყველა ერთხმად ამბობს, რომ ძალიან რთული ვითარებაა. ტელევიზორში ყოველდღე ვუყურებთ, რაც იქ ხდება, მაგრამ სულ სხვაგვარი ემოციაა, როდესაც ამ საშინელებაზე თავად გიყვებიან. სხვაგვარად განიცდი… ეს არაა მხოლოდ უკრაინელების ქვეყანა, ეს მთელი მსოფლიოს ქვეყანა და ტკივილია. ახლა უკრაინაში მთელი მსოფლიოს თავისუფლებას იცავენ. ნებისმიერი ომი ძალიან ცუდია. ხომ იცით, ყველაზე ცუდი მშვიდობა გერჩივნოს ნებისმიერ ომს.

– სანქციებს რაც შეეხება, რუსული ფეხბურთი ბოლო 20 წელია ისეთი დონის არ არის, როგორიც ამხელა ქვეყანას შეუძლია. იქ ამინდს ლეგიონერები ქმნიდნენ. მათი წასვლით კი (აუცილებლად წავლენ) – რუსეთის პრემიერლიგა ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს“.

 

მსგავსი თემები