უკრაინა, მოლდოვა, საქართველო – ემანუელ მაკრონი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, განიხილება მოლდოვასა და საქართველოს საკითხიც.

„სამივე ქვეყანამ უკვე ოფიციალურად გააკეთა მოთხოვნა ბლოკში გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირმა უნდა განიხილოს, როგორ გადახედავს საკუთარ თავს ევროპა გეოგრაფიულად უკრაინის ომის გამო“ – აღნიშნა პრეზიდენტმა მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.

 

მსგავსი თემები