პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მამა-შვილზე ძალადობისთვის დააკავეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, მამა-შვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყოფშიძე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შელაპარაკება პარკინგის გამო მამა-შვილთან მოუვიდა, რა დროსაც ისინი ცივი იარაღით დაჭრა და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

ინციდენტის დროს ადგილზე ექსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც იმყოფებოდა.

ბრალდებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.

მსგავსი თემები