„მონებად არ ვიქცევით, არასდროს გავხდებით მონები“ – პრეზიდენტ ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც საკუთარ ჯარსა და შესაძლებლობებზე საუბრობს და მონობას არ აპირებს.

„მე-15 დღეა, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და მტერს წინააღმდეგობას ვუწევთ. უკრაინის ჯარი დარტყმებს იგერიებს მნიშვნელოვან პუნქტებზე. ჩვენი ჯარის წყალობით, ვგულისხმობ ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, კონტრტერორისტულ დანაყოფს და ყველას, ვინც ამ ბრძოლაში შემოგვიერთდა, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის შეფასებით, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, ეს სამხედრო დანაშაულია.

„რუსეთის ჯარი ცდილობს, დაბომბილი ქალაქებიდან მოსახლეობა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით გაიქცეს. ამით ისინი ნიადაგს ამზადებენ რუსული პროპაგანდისთვის. ისინი მუდმივად იტყუებიან. მინდა, მათ ხაზგასმით ვუთხრა – თქვენ პასუხს აგებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რუს პროპაგანდისტებს დასავლეთში შეძენილი ქონება ჩამოერთვათ. თქვენ ხომ გიყვართ სიმდიდრე, მაგრამ მალე ეს სიმდიდრე ხელიდან გამოგეცლებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები