„ჩვენი მოთხოვნა, უკრაინელი ლიდერები მოსულიყვნენ გონებაზე, იყო იგნორირებული“ – ლავროვი ყველას ადანაშაულებს

„ჩვენი მოთხოვნა, უკრაინელი ლიდერები მოსულიყვნენ გონებაზე, იყო იგნორირებული“ – ლავროვი ყველას ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკა ყველაფერს აკეთებს როცა საკითხი რუსოფობიას ეხება.  მის თქმით, რუსეთის დიპლომატიის მომხრეა, თუმცა, სამხედრო ოპერაცია აუცილებელი გახდა.

„ჩვენ გვინდა, მოვაგვაროთ კონფლიქტი დიპლომატიური საშუალებებით, ჩვენ ნატო-სა და ამერიკას გავუგზავნეთ მოთხოვნები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის მოიცავს კონტინენტის ყველა ქვეყანას უკრაინის ჩათვლით და იყო მთელი რიგი სხვა საკითხები, რომელიც საფრთხის შექმნის თავიდან აცილებას უკავშირდება. ჩვენ გვინდა, უკრაინა იყოს მეგობრული, დემილიტარიზებული, ნეიტრალური, რომელიც საფრთხეს არ უქადის, რომელიც არ გახლავთ ნაცისტური სახელმწიფო, რომელიც არ აკრძალავს რუსულ კულტურას, რუსულ ენას, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ყველა ჩვენი მოთხოვნა კოლეგებთან დაკავშირებით, რომ უკრაინელი ლიდერები მოსულიყვნენ გონებაზე, იყო იგნორირებული“ – აცხადებს რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი.

მისი თქმით, უკრაინაში რუსულ ენას საფრთხე ემუქრებოდა, როს გამოც აუცილებელი გახდა სამხედრო ოპერაცია.

„რაც შეეხება რუსულ ენას, როდესაც ოფიციალურ ენასთან დაკავშირებით კანონი მიიღებოდა, იყო ჩაწერილი, რომ მხოლოდ უკრაინული ენის გამოყენება შეიძლება და სხვა ენები იკრძალებოდა მათ სწავლებასთან დაკავშირებით. უკრაინულმა ხელისუფლებამ ძალიან მარტივი რაღაც გააკეთა, მიიღო ევროკავშირის ენები და მხოლოდ რუსული ენა იყო აკრძალული, თუმცა უკრაინული კონსტიტუცია იძლევა რუსული ენის გამოყენების უფლებას. დასავლეთი ხმას არ იღებს უკრაინაში ყველაფერ რუსულის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე… არ უნდა იყვნენ დიდი ქვეყნები, რომლებიც თავის აზრს ახვევენ პატარა ქვეყნებს…. რელიგია, ენა, უსაფრთხოება და ბევრი სხვა რამ. დასავლური პასუხი ჩვენს ქმედებებზე ხმამაღალია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

მსგავსი თემები