„ჩვენ გვინდა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება“ – სერგეი ლავროვი

ანტალიაში, რუსეთ-უკრაინის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერგეი ლავროვი ისევ თავის მართლების რეჟიმშია და აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესია ევროპის უსაფრთხოება.

როგორც ლავროვმა  შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე უკრაინისგან იურიდიულ დოკუმენტზე ხელის მოწერას ელოდება.

„შევახსენეთ კოლეგებს, რომ რუსეთმა ბელორუსში დააყენა კონკრეტული წინადადებები. უკრაინულმა მხარემ კი წაიღო კიევში ეს დოკუმენტები და დაგვპირდა რომ ექნებოდათ პასუხი. ახლა, ჩვენ ველოდებით პასუხს დოკუმენტზე ხელის მოწერის  და არ გვინდა უკრაინა გამოძვრეს სიტუაციიდან“ – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინისგან დანებებას ითხოვს.  მისივე თქმით, მნიშვნელოვანია,  რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ევროპის კონტინენტზე დაცული იყოს უსაფრთხოება.

რუსეთი გააგრძელებს ომს, სანამ უკრაინა არ დანებდება

მსგავსი თემები