ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება გართულებულია

უკრაინის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია. სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან შეწყვეტილია.

როგორც დირექტორი აცხადებს, ელექტროსადგურზე დასაქმებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ჯგუფებს ტერიტორიიდან მას შემდეგ არ უშვებენ, რაც ელექტროსადგური რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს, არადა, მათი შეცვლა აუცილებელია.

„თანამშრომლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე. მათ დასვენება და შეცვლა სჭირდებათ, თუმცა, რუსის ჯარების ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.  ბირთვულ ობიექტებში მომუშავე პერსონალს უნდა შეეძლოს დასვენება და მუშაობა ცვლაში, რაც აუცილებელია საერთო ბირთვული უსაფრთხოებისთვის“ – აცხადებს გროსი.

მსგავსი თემები