შაქარი და წიწიბურა დახლებიდან გაქრა, შიშით მოსახლეობა ყველაფერს იმარაგებს  

  პანიკური შიში გამო, მოსახლეობა ყველანაირ პროდუქტებს იმარაგებს, რამაც ბაზარზე გავლენა იქონია. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები დახლებიდან გაქრა. ბიზნესი ამ ყველაფერს კი მოსახლეობის შიშს აბრალებს და აცხადებს, რომ სჭირდებათ თუ არა, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველანაირ პროდუქტს იმარაგებს, განსაკუთრებით კი პირველადი მოხმარების პროდუქტებს. „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა. „გიდასტურებთ, რომ სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაიზარდა. გუშინ, შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული. ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას. ეს ბაზარზე დეფიციტსაც გამოიწვევს და ფასებიც ხელოვნურად გაიზრდება“ … ვრცლად შაქარი და წიწიბურა დახლებიდან გაქრა, შიშით მოსახლეობა ყველაფერს იმარაგებს