მაღაზიები დაცარიელდა, პირველადი მოხმარების საკვები დეფიციტშია

შაქარი, მარილი, ზეთი, ბურღულეული, წიწიბურა – ეს იმ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დახლებიდან გაქრა.

მოსახლეობამ, პირველადი მოხმარების პროდუქტები მაღაზიებიდან და საწყობებიდან ტომრებით გაიტანა, რამაც დეფიციტი შექმნა, მიუხედავად ფასის მატებისა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შიში რომ პროდუქტები გაქრება, ბევრს გაუჩნდა.

როგორც სასურსათო მაღაზიებსა და საწყობებში აცხადებენ, მოსახლეობას ფქვილი, შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული ტომრებით მიაქვს. ამიტომ, დეფიციტი შეიქმნა. იქ, სადაც აღნიშნული პროდუქტები ჯერ კიდევ შემორჩათ, გარკვეული შეზღუდვები დააწესეს და ერთ პირზე შეზღუდული რაოდენობით ყიდიან.

შიში კი იმან გამოიწვია რომ აღნიშნული პროდუქტების ძირითადი მომწოდებლები სწორედ უკრაინა და რუსეთია.

მსგავსი თემები