„მიმიფურთხებია თქვენი სანქციებისთვის” – კადიროვი იაპონიას ემუქრება  

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იაპონიას სამაგიეროს უხდის და სანქციებს უწესებს.

„ვალდებული ვარ, ზუსტად იგივე საპასუხო ზომები მივიღო. ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა – სოფლების ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა. მე არ ვარ მონსტრი, რომ მათ აუცილებელი მკურნალობა მოვაკლო. მათი მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება. მაგრამ სერიოზულად, იცით, მიმიფურთხებია ნებისმიერი ქვეყნის სანქციებისთვის. მხოლოდ ერთი რამის მეშინია – უფლის სანქციების ქვეშ მოვექცე! მხოლოდ ალაჰთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია!”,  – აცხადებს კადიროვი.

 

მსგავსი თემები