უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭებათ

უკრაინა, ქვეყნის დასაცავად ჩასულ უცხოელებს საკუთარ მოქალაქეობას სთავაზობს. იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში საომრად და ქვეყნის დასაცავად ჩავიდნენ, უკრაინის მოქალაქეობა ექნებათ.

აღნიშნულ გზავნილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი  მოადგილე ევგენი იენინი ავრცელებს.

„თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი პირები დაინტერესებულები არიან უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ასეთ შესაძლებლობას“,- განმარტავს იენინი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქვეყნის დასაცავად საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან.

მსგავსი თემები