რუსულმა ჯარებმა დაარღვიეს შეთანხმება და ისევ დაბომბეს დასახლებული პუნქტები. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მათ შორისაა, ქალაქი ვოლნოვახა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერშუკის განცხადებით, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჯერჯერობით, შეუძლებელია.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მარიუპოლისა და ვოლნოვახას ტერიტორიების დაბომბვები შეწყდება, იმისათვის, რომ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ დატოვონ სახლები. ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა უკრაინულ მხარესთან შეთანხმებულია.