„500 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად“ – შარლ მიშელი პოლონეთში ჩავიდა

  „500 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად“  – შარლ მიშელი პოლონეთში ჩავიდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლონეთშია.  დიპლომატი ვარშავაში უკრაინის მხარდასაჭერად ჩავიდა, რომ პირადად ნახოს უკრაინელი დევნილების მდგომარეობა და დახმარების მორიგი პაკეტი განიხილოს. როგორც მიშელმა აღნიშნა, ყველას მოვალეობაა, დაეხმაროს უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად და მორალურად. „ძალიან რთული სიტუაციის წინ ვდგავართ. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად. მოგვიწევს ფასის გადახდა აგრესიისთვის, რომელიც მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ ვაჩვენო სრული ევროპული სოლიდარობა პოლონეთის და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან იმისთვის, რომ უზრუნველყონ დევნილების მიღება. ჩვენ ყველა ერთად ვართ. … ვრცლად „500 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად“ – შარლ მიშელი პოლონეთში ჩავიდა