უკრაინის საზღვართან მობილიზებულია 300 ტანკი

ამაღამ უკრაინაში მორიგ იერიშს ელოდებიან. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, საზღვართან მობილიზებულია ბელორუსის 300 ტანკი.

„ამ დროისთვის უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე დგას ბელარუსის დაახლოებით 300 ერთეული ტანკი. კოლონას საზღვარი ჯერ არ გადმოუკვეთავს და ელოდება პინსკი-იბანოვოს-დრაგიჩისნის მარშრუტს. მოსალოდნელია, რომ რუსეთმა განახორციელოს მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ გაამართლოს დაგეგმილი ბელარუსის ჯარის შეტევა“ , – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსიდან უკრაინისკენ ჯავშანტრანსპორტიორები დილით დაიძრნენ. პარალელურად კი ლუკაშენკომ გააკეთა განცხადებს, რომ მისი ჯარი უკრაინაში არ შევიდოდა.

 

მსგავსი თემები