„ვერ მოკლავენ უკრაინელების თავისუფალ სულისკვეთებას“ – სტეფანჩუკის ემოციური ჩართვა ევროპარლამენტში

ევროპარლამენტი უკრაინის საკითხზე მსჯელობს. ევროპარლამენტი როგორც შიგნით, ისე გარეთ, ფასადი აჭრელებულია უკრაინის დროშებით. ევროპარლამენტის ყველა წევრი პარლამენტში წარმოდგენილია უკრაინის სიმბოლიკით და ყველა გამომსვლელს, პრეზიდენტის ჩათვლით უკრაინის დროშის გულსაბნევი უკეთია.

სხდომის მიმდინარეობის პროცესში უკრაინიდან მოხდა რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის ჩართვა, რომელსაც მთელი პარლამენტი ფეხზე წამოუდგა.

„ერთი წუთით დაფიქრდით რა შეიძლება მოხდეს ევროპასთან თუ გაიმარჯვებს რუსეთის იმპერია. რა შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირს, სად წავა ევროპის სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ისევ იგრძნობს თავს ევროპა უსაფრთხოდ? რას გრძნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როცა რუსული ტანკები მათ საზღვრებთან დგანან. ხელფეხგახსნილი პუტინი უკრაინის შემდეგ მივა ევროპამდე, გთხოვთ, იაზროვნოთ სტრატეგიულად და დაიცვათ პირველ რიგში ევროპის ინტერესები. ახლა მოქმედების დროა, ახლა დუმილის დრო არ არის, ახლა უნდა მოვიკრიბოთ ძალები და უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპა არის ისეთივე ერთიანი, როგორც არასდროს, დღეს არის უდიდესი გამოწვევები, როგორიც არ ყოფილა არასდროს.

დღეს თქვენ უნდა აღიაროთ, ჩვენი ევროპული პერსპექტივა იმიტომ, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იქნება ისტორიული სამართლიანობის ზეიმი, ეს არის ჩვენი მანდატი. მოვუწოდებ ევროინსტიტუციებს, მხარი დაუჭირონ უკრიანისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,” – მიმართა სტეფანჩუკმა ევროპარლამენტს, რომელსაც ყველა ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა.

ევროპარლამენტი უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე მსჯელობს.

 

მსგავსი თემები