„კლავს უდანაშაულო ადამიანებს“ – უკრაინის საგარეო მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აკეთებს და მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს.

„გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!“- აცხადებს კულება.

პარალელურად, ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ჯარები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, თუმცა, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბელორუსმა უკრაინაში ჯარები შეიყავანა.

 

მსგავსი თემები