ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინა პირველია ასოცირებული ქვეყნებიდან,  რომელიც ევროკავშირის მომავალ წევრობაზე განაცხადს აკეთებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერა უკრაინის პრეზიდენტმა რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკთან და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალთან ერთად განახორციელა.

„უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის ,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები