„მინიმუმ 10 თვითმფრინავი უნდა მივიღოთ“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში უკრაინელებისთვის აუცილებელი და საჭირო  ჰუმანიტარული დერეფანს გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეთავაზება დღესვე უნდა გააკეთოს.

„სრულად მხარს ვუჭერთ უკრაინას, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დგას უკრაინის გვერდით. იცით, რომ საქართველოში ჩარჩენილ ტურისტებს სასტუმროები უფასოდ შევთავაზეთ და მათ რესტორნები საკვებსაც უფასოდ აწვდიან. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

რასაც კერძო სექტორი აკეთებს, გასაგებია, თუცა, რესურსი ამოწურვადია. ამიტომ, აუცილებელია მოლაპარაკებები დავიწყოთ დონორ ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, წითელ ჯვართან ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის. ადრე თუ გვიან ჰუმანიტარული „კორიდორი“ გაიხსნება უკრაინასთან. მოვამზადოთ სასტუმროები და შევთავაზოთ ჩვენთან რეაბილიტაციისთვის ჩამოსვლა ამ გმირ ხალხს“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, საუბარია ანალოგიურ პრინციპზე, რაც აგვისტოს ომის შემდეგ უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა ომგამოვლილი ადამიანებისთვის გააკეთა.

„უნდა მივიღოთ უკრაინიდან წამოსული ქალები და ბავშვები და შევუქმნათ ნორმალური პირობები სასტუმროებში. ასევე საუბარია ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, დასვენებაზე, რეაბილიტაციაზე. ჩვენ თავად  გავგზავნოთ მინიმუმ 10 თვითმფრინავი და ხალხი ჩამოვიყვანოთ. უკვე უნდა გავაკეთოთ ეს შეთავაზება“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიცენტრ მთავარში“.

“შეთავაზება დღესვე უკრაინას” – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები