„ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს და ევროპას მიმართავს.

„მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მისი შესყიდვა გულისხმობს,  რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს. მივესალმები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პირველ, გადამწყვეტ ნაბიჯებს ამ კუთხით და მოვუწოდებ სხვებს, განაგრძონ ეს ნაბიჯები მტკიცედ და დაუყოვნებლივ“, – აცხადებს საგარეო მინისტრი.

 

მსგავსი თემები