„ვთიშავთ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან“ – სანქციები რუსეთს, ოლიგარქებსა და მმართველებს

ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს მკაცრი სანქციები დააზარალებს. მათ სათავეში კი პუტინი, ლავროვი და რუსი ოლიგარქები იქნებიან.

„ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სანქციები დაგვეწესებინა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ჩვენ მიზანში გვყავს ოლიგარქებიც, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად  ვთიშავთ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან. ეს სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის უნარს მოქმედებდეს გლობალურად.ჩვენ ასევე ვხურავთ ევროპის საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის.“  ჩვენ უფრო შორს წავალთ,” – აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც უკრაინისთვის  დახმარების გაგზავნის შესახებაც ისაუბრა.

„იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის“ – ევროსაბჭოს პრეზიდენტი

მსგავსი თემები