“ღამით, საომარი მოქმედებებისას დაშავდა 35 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია”, – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

“ჩემო კიეველო მეგობრებო, გთხოვთ მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის დარჩით სახლებსა და თავშესაფრებში. არ გამოხვიდეთ გარეთ არავინ, მათ გარდა, ვინც მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში ან თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებთ. ჩვენ ვიცავთ კიევს”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მსგავსი თემები