13 მესაზღვრე რუსებს არ ჩაბარდა და თავი აიფეთქა

​ზმეინის კუნძულზე 13-მა უკრაინელმა მესაზღვრემ თავი აიფეთქა. რუსული საბრძოლო ხომალდიდან, რომელიც მათ მიუახლოვდა, დანებება და ჩაბარება მოითხოვა. რადგანაც მესაზღვრეები მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, არ ჩაბარდნენ და თავი აიფეთქეს.

„გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით,“- მიმართავენ უკრაინელ მესაზღვრეებს რუსეთის საბრძოლო ხომალდიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულ მესაზღვრეებს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა.

„ჩვენს კუნძულ ზმეინზე, ყველა მესაზღვრე გმირულად დაიღუპა, ისინი ბოლომდე იცავდნენ კუნძულს და არ დანებდნენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები