„სანქციები რუსეთს მიიყვანს სრულ ინფლაციამდე“ – ევროპის ახალი სანქციები რუსეთს

ევროკავშირმა აგრესორ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ეს სანქციები რუსეთს სრულ ინფლაციამდე მიიყვანს.

„სანქციებს ექნება მაქსიმალური გავლენა რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ელიტაზე. კრემლს პასუხს ვაგებინებთ. ეს სანქციები რუსეთს მიიყვანს ინფლაციამდე. ასევე სანქციებს ვუწესებთ რუსეთის ელიტას, მათი დეპოზიტების გაყინვით ისე, რომ ვეღარ შეძლონ ევროპაში ფულის დამალვა. სრულად იკრძალება რუსული კომპანიებისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვა. რუსეთის კომერციული აეროფლოტის სამი მეოთხედი არის თვითმფრინავები, რომელიც აწყობილია ამერიკაში, ევროპასა და კანადაში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები