რუსებმა კიევშიც შეაღწიეს

უკრაინის დედაქალაქში, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის – ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრენი აპარატის ჩამოგდება კიევის დარნიცკის რაიონში მოხდა.

მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა, როკ  რუსული დივერსიული ჯგუფები უკრაინის დედაქალაქ კიევში შევიდნენ.

„ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა პირველ სამიზნედ, ჩემი ოჯახი, როგორც სამიზნე ნომერი – 2. მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით. ჩვენ გვაქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ კიევში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კიევში დილიდან სროლები მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები