„თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, აგრესია სხვა ქვეყნებზეც გაგრძელდება“ – ჯო ბაიდენი

ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ჟურნალისტებს ხვდება და კითხვებს პასუხობს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თუ  რუსეთი არ შეჩერდება ის ცივი ომისკენ წავა.

„რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ახალი ცივი ომისკენ. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთს ამ ეტაპზე არ შევაჩერებთ,  მისი გეგმები კიდევ უფრო გაღრმავდება. თუ არ დავაწესებთ რადიკალურ სანქციებს, მისი აგრესია სხვა ქვეყნებზეც გაგრძელდება“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ის პუტინთან საუბარს არ აპირებს.

„საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით“ – ჯო ბაიდენმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

 

მსგავსი თემები