ევროპა უკრაინას იარაღს და საბრძოლო მასალას არ მოაკლებს – მორიგი სანქცია რუსეთს

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, კერძოდ, კიევში მყოფი  სამი ქვეყნის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას საბრძოლო მასალის პრობლემა არ ექნება, თუმცა, პარალელურად, მორიგი სანქციის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.

„მხარს გიჭერთ თქვენ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აგრესორმა მაქსიმალური ფასი გადაიხადოს. “სლავა უკრაინა. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია, ეს არის საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, უნდა დავგმოთ ეს რაც შეიძლება მკაცრად, რუსეთს რაც შეიძლება მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის SWIFT-დან გათიშვა და მისი პოლიტიკური იზოლაცია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

SWIFT-ი არის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც საგადასახადო გადარიცხვებისა და უსაფრთხო შეყტობინებებისთვის  იყენებენ.

საგარეო მინისტრებმა აღნიშნეს, რომ უკრაინას მათი მხრიდან საბრძოლო იარაღის მარაგი ექნება.  ასევე, საუბარია ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებაზე.

 

მსგავსი თემები