უკრაინა ყველას მობილიზებას ახდენს, ვისაც იარაღის ხმარება შეუძლია

დილიდან, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინას სამხედრო შეიარაღებით შეუტია და ცეცხლი გახსნა, უკრაინის პრეზიდენტმა სრული მობილიზება გამოაცხადა. ყველა რეზერვისტი გამოძახებულია, არა მხოლოდ რეზერვისტებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც იარაღთან შეხება ჰქონია და მისი გამოყენება შეუძლია, ყველა გამოძახებულია უკრაინის დასაცავად და მშვიდობის დასამყარებლად.

პარალელურად, მეტროს ჩასასვლელებში სპეციალურ პაკეტებს არიგებენ, რომელიც მოსახლეობას თან უნდა ჰქონდეს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საუბარია კვებისა და აუცილებელია მოხმარების საგნებზე, რომელიც 3 დღიანი მარაგია.

უკრაინის პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციაშია საკუთარ მოქალაქეებთან და მათთვის ვიდეომიმართვას დღეში რამდენჯერმე ავრცელებს.

მსგავსი თემები